2 515 ახალი შემთხვევა, 2 829 გამოჯანმრთელებული, 60 გარდაცვლილი, 24 941 აცრილი – 15 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე,  საქართველოში  გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 587 551-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ისგან  განიკურნა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 551 780-მდე გაიზარდა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 60 პაციენტი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კოვიდმა ჯამში 8 347 პირი იმსხვერპლა.

ბოლოს 24 საათში 24 941 ადამიანი აიცრა, საქართველოში  ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე ჯამში ჩატარდა 1 561 228 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 393, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, გურია – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251, კახეთი – 338, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 – თბილისში, 375 – აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply