“20 წლიანი პრობლემა მოგვარებულია – “ცენტრ-პოინტით” დაზარალებულ 6 000 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა” – კალაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა. 6 000-მდე ოჯახს გადაეცემა საკუთარი საცხოვრებელი ფართები. მხედველობაში მაქვს „ცენტრ პოინტის“ არსებული პრობლემა” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

​მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ყველა დაზარალებული მიიღებს საცხოვრებელ ფართს.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ოჯახს ვხედავ. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან რთული საკითხის გადაწყვეტაში. 20 წელი ადამიანებს ყველანაირი იმედი ჰქონდათ დაკარგული, თუმცა, პირველივე შეხვედრიდან ეს იმედი ჩაისახა და ამის რეალიზება შევძელით. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით ამდენ ოჯახს აბედნიერებ, ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ. მომდევნო წლების განმავლობაში ყველა დაზარალებული მიიღებს საცხოვრებელ ფართს. ასევე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

You may also like

Leave a Reply