ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს კლინიკაში გარდაიცვალა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„კლინიკაში მოყვანილი იყო ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მკურნალობაც, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, დღეს, დილის 05:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”- განაცხადა ექიმმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

You may also like

Leave a Reply