“მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს – დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა” – კალაძე “მთავარი არხის” ოპერატორზე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
კახა კალაძე

მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს – დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა” – ამ კომენტარით უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ “მთავარი არხის” ოპერატორთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით,  გუშინ, ქარელში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას “ქართული ოცნების” შტაბის შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოძალადეები თავად არიან და ქვეყანაში, რაც კი ცუდი ხდება ყველაფრის ფუძე და საძირკველი მედიაა.

„არასერიოზულად იქცევით, ბიჭი უკან-უკან მიდიოდა, იღებდა და ეს დაემართა. ჩემი თანდასწრებითაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპერატორები იღებენ, უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. როდესაც გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ და გახვიდეთ. უნდა დაიცვათ ადამიანის უფლებები. თქვენ ძალადობთ და ხართ მოძალადეები.

მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე? ძალადობას ამართლებთ თქვენ მთელი ეს წლებია. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის ფუძე და საძირკველი ხართ თქვენ“, – აღნიშნა კალაძემ.

“მთავარი არხის” ოპერატორს გუსინდელი ინციდენტის შემდეგ მრავლოობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის ბარძაყის მოტეხილობა.

You may also like

Leave a Reply