2176 ახალი შემთხვევა, 2 838 გამოჯანმრთელებული, 43 გარდაცვლილი, 25 150 გარდაცვლილი – 16 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების  2176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 589 727-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში  ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 25 150 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე ჩატარდა 1 589 024 აცრა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 357, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1 049. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 151, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply