“ასე დაიფშვნება სუსი” – “მეტი თავისუფლება – გირჩი“ წევრებმა „შკოდას“ მარკის ავტომობილი დაამტვრიეს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
გირჩი

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს – ადგილზე „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. როგორც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, „შკოდა ოქტავიები“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს სხვისი ქონება არ დაუზიანებიათ. რაც შეეხება დამტვრეულ ავტომობილს, ის პარტიის ლიდერს ეკუთვნის.

იხ. ვიდეო

[videopack id=”3479″]https://blackonwhite.ge/wp-content/uploads/2021/09/10000000_1056391398531333_3031496769443293734_n.mp4[/videopack]

You may also like

Leave a Reply