„ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას – კობახიძე გახარიაზე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მაინცდამაინც იმ კლინიკაში გააგზავნა “ბანკა“, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება” – ამ კომენტარით ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მიერ ნარკოლოგიურ ტესტზე გამოქვეყნებულ პასუხს გამოეხმაურა.

კობახიძე ურჩევს გიორგი გახარიას, “ბანკებით” სირბილის ნაცვლად, კოკაინს შეეშვას.

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე – მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“- განაცხადა კობახიძემ.


You may also like

Leave a Reply