დღეში გვჭირდება 40-50 000 ერთეული აცრა, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს – თენგიზ ცერცვაძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50 პროცენტს“ – ამის შესახებ ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სრულად აცრილი იყოს, დღეში სიკვდილიანობის შემთხვევა იქნებოდა 60-80, არამედ – ხუთი-ექვსი. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაცინასთან დაკავშირებული კამპანია საკმარისი იყო, თუმცა აცრების რაოდენობის სიმცირე დაკავშირებულია ანტიკამპანიასთან, რომელიც ვაქცინის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებლები, ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 000 ერთეული აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია საკმარისი იყო. უცხოეთშიც არ არის რაიმე განსაკუთრებული კამპანია. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის, ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან. როგორც ჩანს, ეს მოქმედებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე გაიზარდა 30 000-მდე და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო.”

​მისივე თქმით, სიკვდილიანობა ქვეყანაში დაახლოებით ორ კვირაში შემცირდება.

მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპზე. ჩვენ, რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ იქნებოდა გარდაცვალების ხუთი-ექვსი შემთხვევა. როცა მოსახლეობის 50 პროცენტი აცრილი იქნება, სიკვდილიანობა დაბალი იქნება. სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50 პროცენტს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

You may also like

Leave a Reply