მიტოპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა თავის მიერ ადრე განყენებული 6 სასულიერო პირი ამჟამად ეკლესიიდან სრულად განკვეთა. შესაბამისი ბრძანება თავად სასულიერო პირმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ წაიკითხა.

ბრძანების მიხედვით, განკვეთილ სასულიერო პირებს ეკრძალებათ, როგორც სამონაზვნო სამოსის, ასევე ატრიბუტიკის ტარება და ეკლესიის ქონებით სარგებლობა.

გადაწყვეტილება მიიღო თავად მიტროპოლიტმა და არა სინოდმა. დღეს განკვეთილი 6 სასულიერო პირი უკვე განყენებულ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას უჭერენ მხარს და კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. როგორც ჭყონდიდის ამჟამინდელმა მიტროპოლიტმა განმარტა, აღნიშნული სასულიერო პირები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა ჯალაიჯაშვილის თქმით, ისინი ეკლესიაზე თავდასხმას განაგრძობენ.

“ბრძანება ნომერი 11, 11 სექტემბერი 2021 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკვანმა პეტრე ( ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ( მდივანი), მონაზონმა დანიელმა( გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ ( სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავა ) მონაზონმა ბასილმა ( გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა ( წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას და უნებართვოდ ახორციელებენ სამეურნეო და კომერციულ საქმიანობას. ყოველივე ამის გამო მათ არაერთგზის მიეთითათ, რომ ეს მათი ქმედებები ცდება ყოველგვარ კანონიკურ ჩარჩოებს და მოეთხოვათ უკანონო ქმედებების შეწყვეტა და თავიანთი საქციელის მონანიება, თუმცა პასუხად მხოლოდ უტიფარი განცხადებები ისმის. ამ უკეთურ ქმედებათა ბოლო ზღვარი იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა ჭყონდიდის მიტროპოლიტზე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიაზე. ჯერ დებოში მოაწყეს სკოლის ეზოში და ხელით შეეხნენ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ პირებს. შემდეგ კი შეიჭრნენ სკოლის სამასწავლებლოში და განაგრძეს სკოლის რექტორის, სკოლის პედაგოგების შეურაცხყოფა. ზემოთ აღნიშნული ქმედებებით ისინი უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდიაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი- ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი, მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი, აეკრძალოთ მათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. საეკლესიო მიწების გამოყენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში. კანონი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე“- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

You may also like

Leave a Reply