ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ნეკრესის მიტროპოლიტი ( ერისკაცობაში – ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “ეკლესიის კალენდარი” ავრცელებს.

მიტროპოლიტი სერგი 62 წლის იყო.

ღვთივმიიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი.

მეუფე სერგი 62 წლის გახლდათ. ის კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს ახალშესვენებულ მიტროპოლიტ სერგის უკვდავი სული” – წერია “ეკლესიის კალენდარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply