უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება” – მამუკა ხაზარაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება” და მომავალ წელს მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები” – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელმაც შიდა ქართლში მაჟორიტარობის დეპუტატები წარადგინა.

ხაზარაძის თქმით, 2 ოქტომბერს არჩევნებზე “ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს”.

„როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გამყოფი ხაზი ყოველკვირეულად გვიახლოვდება, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, როცა ყოველდღიურად 50 ადამიანის სიკვდილს შეგვაგუეს, როცა ქვეყანა ამდენმა ადამიანმა დატოვა, როცა ინფლაციამ 13%-ს გადააჭარბა, ამ დროს სად არის გამოსავალი? მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არის და ეს გამოსავალი ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი. 2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება” და მომავალ წელს მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები. გრძელი გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ ეს არის თანმიმდევრული გზა, რომელსაც „ლელო” ყოველთვის გთავაზობდათ. მომავალ წელს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კოალიციურ მთავრობას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

You may also like

Leave a Reply