1 501 ახალი შემთხვევა, 1 954 გამოჯანმრთელებული, 43 გარდაცვლილი, 14 071 აცრილი – 19 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  595 264 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  559 996-მდე გაიზარდა.

​უკანასკნელ დღე-ღამეში კორანავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 071 ადამიანი აიცრა. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 646 441 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 226, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 70, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:

5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 144, აჭარაში – 570, იმერეთში – 1 058.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 132, იმერეთში – 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.

1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 304 – აჭარაში.

20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply