“მაგრად „ტეხავს” –  მიხეილ სააკაშვილი თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურება

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
სააკაშვილი

„ამ პლაკატების ავტორია ვინმე მოშე კლუხარტი, ვიღაც ავანტიურისტი, ნაძირალა – მაგრად „ტეხავს”, ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით“- საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება.

სააკაშვილის განმარტებით, ბანერების ავტორი ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოიყვანა.

„მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუხარტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად „დაგასიაფანდებთ“. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ „გიტყდებათ“, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუხარტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად „ტეხავს“ უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხ. ვიდეო

You may also like

Leave a Reply