“ნიკანორ მელია უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი” – ირაკლი კობახიძე

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

„უინტელექტო ხულიგანი“ – ასე შეაფასა პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”.

„როდესაც შენ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – საქართველოს პარლამენტს ივანიშვილის თავყრილობას ანუ კონკრეტული პირის თავყრილობას უწოდებთ, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, აღნიშნულ პარტიაში მსგავსი „თავყრილობებისთვის“ არავის სცალია.

You may also like

Leave a Reply