ნამახვანჰესი აღარ აშენდება – ENKA ხელშეკრულებას წყვეტს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge  Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შპს ENKA Renewables-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის HEPP პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply