მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

“ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია, მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  პროცესი სრულად ექვემდებარებოდა კონტროლს.

„მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“ – აღნიშნა პრემიერმა.

იხ. დაკავების კადრები, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

You may also like

Leave a Reply