ანა ბუჩუკური: „ეგზიტპოლები ყველაზე ნაკლებ დამაჯერებელია”

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლების შედეგები მათი პარტიისთვის ორი მიზეზის გამო არ არის სანდო.

“ერთი, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერები საკუთარ არჩევანს ღიად არ აფიქსირებენ მათდამი თვეების მანძილზე მიმდინარე ზეწოლის და დაშინების გამო, მეორე მხრივ კი ეგზიტპოლების გამოყენებას პარტიები ყოველთვის თავის ინტერესებში ცდილობენ.

ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პარტიისთვის ეგზიტპოლები არის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებამ იცის და თქვენც იცით: ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში არის უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ადამიანებს სურათის გადაღებაც კი ერიდებათ და ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გაკეთებულ არჩევანს არ დააფიქსირებენ. ეს მთავარი მიზეზი და მეორე – სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩვევიათ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეგზიტპოლების შედეგების გამოყენება. ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცესკოს მხრიდან. “ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

You may also like

Leave a Reply