სუსი: საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილი უსაფრთხოების გამოწვევების მოტივით ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის​

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილი უსაფრთხოების გამოწვევების მოტივით ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის​ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

​მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

უწყების ცნობით, უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა. დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – წერია სუს-ის განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply