ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერის არჩევნებში 43,75%-ით ლიდერობს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ქუთაისის მერობის კანდიდატები

ქუთაისშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხდება ცნობილი.

124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას წინასწარი ინფორმაციით, ხმების 43,75 % აქვს მიღებული.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც 51 უბნის მონაცემებით, მხარს უჭერს ამომრჩევლების 41,86 %.

 

 

You may also like

Leave a Reply