​ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო – კობახიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​​ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

​მისი თქმით, კახა კალაძე მეორე ტურში დამაჯერებლად მოიგებს.

“ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ქართული ოცნება სულ მცირე 29 წევრით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება” – განაცხადა კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply