„სააკაშვილმა თვითონ დაურეკა სამართალდამცველებს სიმბოლური ნომრიდან 5XX-55 41 41, ხოლო მისი დაკავება მოხდა არა თბილისში, არამედ რუსთავში“ – ლაშა პატარაია

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ლაშა პატარაია

5XX-55 41 41 – ეს არის ნომერი, რომლიდანაც დაირეკა თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ და მანვე შეატყობინა ლოკაცია სამართალდამცველებს“ – ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა არა თბილისში, არამედ რუსთავში. შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა სანზონის ტერიტორიაზე, სადაც ინახებოდა მისი პირადი ნივთები.

აქ რამდენიმე დეტალია ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ეტაპზე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ეს იქნას გაზიარებული, მაგრამ ერთგვარი მინიშნებასავით გეტყვით: ძალიან საყურადღებოა ის IP მისამართები, რომლიდანაც მოხდა გავრცელებული ვიდეოების ატვირთვა და ეს იქნება მნიშვნელოვანი მესიჯი.

„ბევრმა იცის, რას ნიშნავს მისი მხრიდან საკუთარი ინიციატივით ჩაბარების ფაქტი და რასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრი პარალელი შეიძლება გაევლოს 2021 წელთან. ვგულისხმობ, პირველ ოქტომბერს და იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს. ძალიან მალე გახდება ცნობილი და მიხვდებით, რა ისტორიულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ და რამხელა საგარეო სტრესი და საგარეო ფაქტორი გვახლავს თან. ეს ხაზი რუსეთთან გადის. მთავარი საფრთხე სწორედ კრემლია და შეიძლება ითქვას, რომ მაშინაც და ახლაც ძალიან დიდი საფრთხე, სისხლისღვრა, სამოქალაქო ომი ავიცილეთ თავიდან, რომელიც შეიძლებოდა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებში გადაზრდილიყო.

ხვალ დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი, რომელიც, შესაძლოა, ძალიან საშიშ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ერთი მხრივ, ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დაცული იქნას ყველა ხმა, მეორე – მხრივ – სამოქალაქო უსაფრთხოება“, – აღნიშნა ლაშა პატარაიამ.

იხილეთ ვიდეო

 

You may also like

Leave a Reply