2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
პენსია

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება – მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის  2.885 მილიარდი ლარი დაიხარჯება (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით).

კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით – 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი გახდება.

You may also like

Leave a Reply