რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
აქცია რუსთავში

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის არიან ემიგრანტებიც.

შეგახსენებთ,რ ომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

You may also like

Leave a Reply