ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი – სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ “ახალი ოჯახის” შექმნას ეხმაურება

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და პოლიტიკოსი სანდრა რულოვსი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის ლიზა იასკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

 მისი თქმით, ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო, ხოლო ფორმა მიუღებელი. რულოვსის განცხადებითვე, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და იმედი აქვს, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ” – წერს სანდრა რულოვსი.

You may also like

Leave a Reply