სააკაშვილი მზად არის ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი – ადვოკატი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა” – ამ კომენტარით მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც პრემიერმა მესამე პრეზიდენტს ნარკოდამოკიდებული და ფსიქიკური აშლილობის მქონდე უწოდა.

მისი თქმით, სააკაშვილი ნარკოტესტს ციხეში ჩააბარებს, ხოლო ღარიბაშვილს მოუწოდებს იგივე კანცელარიაში გააკეთოს.

“​მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის, ამ ენაჭარტალას, ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

You may also like

Leave a Reply