თუ არ გაიზრდება ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი, რთული ნოემბერი გვექნება – ამირან გამყრელიძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

 სხვადასხვა გათვლებით იმუნური ფენა არის 50-55%-ის ფარგლებში. თუ ეს არ იქნა, დაახლოებით, 80% ანუ გადატანილი + აცრილი, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

​მისი თქმით, ბოლო დღებში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.

“ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო 3 დღეა, წინა 2 კვირასთან შედარებით, სამშაბათიც, ოთხშაბათიც და ხუთშაბათიც, გვაქვს დაახლოებით, 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს, წინა ხუთშაბათს. ანუ ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია. ისევ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა. ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია” – განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply