მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილს პატრიარქის დალოცვა გადასცა და ილია მეორის სახელით შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა სააკაშვილს ილია მეორისგან დალოცვა გადასცა და მისი სახელით შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“ – წერია გავცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply