50 წელს ზემოთ ადამიანებსა და რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეეძლებათ 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

​იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ განმარტა, რომ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 50 წელს ზემოთ ადამიანებსა და რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლებათ.

​„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“- განაცხადა გაბუნიამ.

You may also like

Leave a Reply