მაშველებმა ნანგრევებში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბათუმში, სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი – დედა და მცერე წლოვანი შვილი, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა მათი ცხედრები ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

9 ოქტომბრის 13:10 საათის დროით ტრაგედიას ემსხვერპლა 8 ადამიანი. ჯამში მაშველებმა ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილი 9 ადამიანი იპოვეს. 7 უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში – რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება კიდევ ერთი მამაკაცი.

სამაშველო-​სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მეტი ადამიანი არაა, არ გავრცელებულა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა – ერთი პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ხოლო ორი მის მიერ დაქირავებული მუშა.

5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ბათუმში გუშინ, 8 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.

You may also like

Leave a Reply