ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბათუმში, სადარბაზოს ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ნანგრევებში მოყოლილი ქალი მაშველებმა გვიან ღამით ამოიყვანეს. მოგვიანებით მაშველებმა ამ ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ნანგრევებიდან ასევე ამოასვენეს 2 მამაკაცისა და ერთი მოხუცი ქალის ცხედარი.

მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

You may also like

Leave a Reply