ნაცმოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციას აანონსებს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, თბილისში,  14 ოქტომბერს, ოთხშაბათს მასშტაბურ აქციას აანონსებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბონ.

“უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს , – განაცხადა ნიკა მელიამ.

You may also like

Leave a Reply