​კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება – პრემიერი ბათუმის ტრაგედიაზე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

​მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ სახელმწიფო დაზარალებულებს ყველანაირ დახმარებას გაუწევს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება.” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

You may also like

Leave a Reply