„გამოცდა ვერ ჩააბარე“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას აკრიტიკებს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ჩარკვიანი

შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, – „სახალხო მოძრაობის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიუსვლელობის გამო გააკრიტიკა.

“თბილისის მერობა გადაწყვიტე და აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს არის ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ – ზუსტად ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც და მთელ საქართველოსთან. და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას – შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აი აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება”, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

You may also like

Leave a Reply