ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა შეკრების გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ჯამნრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის – “თავისუფლება მიშას” გაკეთებას ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

მხარდამჭერები სკანდირებდნენ: “თავისუფლება მიშას”.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით ამ მდგომარეობისთვის ექსპერზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.

 

You may also like

Leave a Reply