„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია“ – სპეციალური პენიტენციური სამსახური

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
პენინტენციური სამსახური

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ექპრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

You may also like

1 კომენტარი

Leave a Reply

%d bloggers like this: