სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს – ღარიბაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება არ იგეგმება.

​მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არც სალომე ზურაბიშვილი აპირებს.

“ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს.

მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Reply