„სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან, მძიმედ დადის, უჭირს საუბარიც“ –  სააკაშვილის პირადი ექიმი

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა – უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკიც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ   განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება “ტალასემია”, რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.

“სიტუაცია დამძიმდა. გაუარესება გამოიწვია შიმშილობამ. წვენის და თაფლის ამბავზე მოგახსენებთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა, დაელია წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი მიიღო და ლამის წვენების ქარხანა გახსნა, უარი თქვა ყველაფერზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან.

მიშას აქვს სისხლის დაავადება “ტალასემია”. ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ჩვენ ამ დაავადების შესახებ დიდი ხანია ვიცით. როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ახლა უფრო რთულად არის საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი ცოტა და ა.შ. “, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ “მთავარ არხზე”.

 

You may also like

Leave a Reply