სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან – სააკაშვილი ღარიბაშვილს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”- ამ კომენტარით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ სააკაშვილის დაკავება ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა, მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოეხმაურა.

​სააკაშვილის წერილი ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

“ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსია“, რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია” – უპასუხა სააკაშვილმა ღარიბაშვილს.

You may also like

Leave a Reply