შსს-მ ნაცმოძრაობის წევრსა და მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანისა და მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

​შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაზარალებულების სახლში შეიჭრა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply