პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები​

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

იმ პირებსა და სუბიექტებს, რომლებსაც სარგებლობენ, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც, კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

ჯამში 1652 პირს, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ჰქონდა 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში – 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება.

“სრულიად სამართლიანი იქნება, რომ პანდემიიდან გამომდინარე, როდესაც ბიზნესები იყო შეზღუდული, იყო ყველაზე რთული პერიოდი, ჩვენ მივცეთ შეღავათი და შესაძლებლობა, ადამიანებს, კომპანიებს, ვინც სარგებლობდა ქირით იჯარით, ეს გადაუხდელი თანხა მათ ეპატიოთ. სამართლიანობის დასაცავად, ამ შეღავათებს ვავრცელებთ იმ მოიჯარეებზეც, ვინც გადაიხადა სრულად ან ნაწილობრივ, ეს იქნება სწორი და მომავალში ჩაეთვლებათ ეს შეღავათი გადახდილად. ყველას თანაბრად უჭირდა ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა და შესაბამისად, ყველაზე თანაბრად გავრცელდება ეს შეღავათი“, – განაცხადა ეკონომიკის მისნისტრმა ნათია თურნავამ.

You may also like

Leave a Reply