პოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველება ნივთმტკიცების სახით მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს.

სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი.

რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ

You may also like

Leave a Reply