“რესპუბლიკელებს” მიგვაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტ, თუმცა 14 აქტომბრის აქციას არ ვუერთდებით” – სამნიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს, პრემიერმინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ” – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია ქართული ოცნების და ეს არის რევანში ქართული ოცნებისგან. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძეს თქმითვე, “რესპუბლიკელებს” მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არა აქციებით, არამედ სამართლებრივად უნდა მოხდეს.

“ჩვენი, რესპუბლიკელების აზრით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა აქციებზე არ გადის. ჩვენ აქამდე არ მოგვისმენია დასაბუთებული სამართლებრივი გზები, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს იგი” – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

You may also like

Leave a Reply