“სანამ სააკაშვილი არ იყო პროცესებში მთავარი ფიგურა, დასავლეთი ოპოზიციას ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს” – დავით ბერძენიშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ოლიტიკური მოტივებით დაკავებულია, ის არის პოლიტპატიმარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გელაშვილისა და 7 ნოემბრის საქმეში ის უმწიკლოა, მაგრამ ამჟამად ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეს თემა არ განიხილება. პოლიტპატიმრობა არ ნიშნავს იმას, რომ ის სინდისის პატიმარია და ა.შ. ” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კომენტარში” სტუმრობისას განაცხადა.

სხვადასხვა პარტიას, “ნაცმოძრაობასა” და სხვა პოლიტიკურ პარტიებს ზოგ ნაწილი აქვთ ერთი დღის წესრიგი, ზოგ ნაწილში აქვთ სხვა ხედვები. მიხეილ სააკაშვილმა დღესაც თქვა მკაფიოდ, მას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ამ გულწრფელობისთვის, რომ მისი ხედვით, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა და ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რომ მეორე ტურამდე, 30 ოქტომბრამდე, ის იყოს თავისუფალი და პრაქტიკულად მიიღოს აქტიური მონაწილეობა და უხელმძღვანელოს  ხელისუფლების ცვლილების პროცესს. ეს ნაკლებ რეალურად მიმაჩნია. აქ მივადექი მთავარ საკითხს, რაც განგვასხვავებს “ნაცმოძრაობისგან”, რაც დღეს მიშამაც განაცხადა, მათ სურთ ჯერ პოლიტიკური ცვლილებები და მერე არჩევნებით გაფორმება ამ ცვლილებების. მიტინგით მიშას ციხიდან გამოყვანა მიმაჩნია არარეალისტურად. ჩვენი, “რესპუბლიკელების” ხაზია და უფრო რეალისტურად მიგვაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვება უზრუნველყოფს დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ბედის განსაზღვრას და პატიმრობიდან დახსნას. აქცია არ განსაზღვრავს სააკაშვილის გათავისუფლებას”

დავით ბერძენიშვილის განცხადებითვე, “რესპუბლიკელების” ხედვით, არჩევნების გამყალბებელთან ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“არც ნაცმოძრაობას არ ჩაუტარებია 2012 წელს პატიოსანი არჩევნები, მაგრამ კოალიციის უპირატესობა იყო იმდენად დიდი, რომ ვერ წაგვართვეს. 3:1-ზე ვუგებდით თბილისს, ახლა ამხელა უპირატესობით ვერ ვუგებთ. 3-5%-იან უპირატესობას ხელისუფლება გართმევს. ​ჩვენი ხედვაა ამის დაძლევა და არჩევნებში გამარჯვება” .

​ბერძენიშვილის თქმით, “რესპუბლიკელები” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდებიან.

“მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” გვეუბნება, რატომ არ მოდიხართ აქციაზე, თავად რატომ არ მივიდნენ თაკო ჩარკვიანის აქციაზე?!”- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

​მან საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია დასავლეთი შიდაპოლიტიკური კრიზისში გვეხმარება, თუმცა პრობლემები არ სრულდება.

​სანამ სააკაშვილი არ იყო პროცესებში მთავარი ფიგურა, დასავლეთი ოპოზიციას ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს. სააკაშვილის მიმართ, როგორც ძალიან დიდი ფიგურის მიმართ მისი პლუს-მინუსებით, არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა. მის მიმართ არ არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განწყობა” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

You may also like

Leave a Reply