საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება გაწევრიანებამდე კონკრეტულია და წინ მიდის – ზურაბიშვილი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს დაღლილობის სინდრომი საქართველოში არ შეიმჩნევა“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

​მისი თქმით, შარლ მიშელის ჩარევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისში ნიშნავდა იმას, რომ ევროპისთვის უცხო არ ვართ და საქართველო მის ინტერესშია.

“2024 წლის განაცხადი, ერთი მხრივ ნამდვილად პერსპექტივაა, რომ დავინახოთ და ამ პერსპექტივის მიმართულებით უფრო აქტიურად ვიაროთ იმ რეფორმების გზაზე, რომლებიც ვიცით, რომ აუცილებელია. სასამართლო რეფორმები არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გარდაუვალია ჩვენი წინსვლა და ძალიან აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს 2024 წელი უნდა იყოს ასოცირების სხვადასხვა დარგში იმპლემენტაციის წლები და საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება გაწევრიანებამდე კონკრეტულია და წინ მიდის. ეს ეხება სხვადასხვა პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირში, როგორიცაა შავ ზღვაზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც ერთად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ბატონი შარლ მიშელის მეშვეობით ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადალახვაში ჩაერთო. ეს არის ნიშანი არა ჩარევის, არამედ ევროკავშირის ინტერესის, რომ ამ ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში, სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს. ეს არის სიახლოვის ნიშანი – თუ იმდენად ყურადღებით ხარ შიდა პოლიტიკის განვითარებაზე, ნიშნავს, რომ უცხო არ ვართ. თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს დაღლილობის სინდრომი საქართველოში არ შეიმჩნევა“, – განაცხადა

You may also like

Leave a Reply