14 ოქტომბრის აქცია ყველა იმ ადამიანისაა, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული – უდუმაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“14 ოქტომბრის აქციაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მოსახლეობას მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ აქციაზე ელოდებიან ყველას, ვისი აზრითაც ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული. უდამაშვილის განცხადებითვე, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

“ჩვენ ნამდვილად არ ვუყურებთ ასე, რომელი პარტია მოვა ან რომელი პარტია არ მოვა ამ აქციაზე. ჩვენ ველოდებით საქართველოს მოსახლეობას მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის საპატიმრო დაწესებულებაში, ის უნდა გათავისუფლდეს.

ოპოზიციის ერთიანობა ყოველთვის კარგია, თუმცა ბუნებრივია, ყველა პარტიას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და თვითონ ირჩევს გზას, რომელსაც უნდა გაყვეს.

14 ოქტომბრის აქცია არ არის კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, ეს აქცია ყველა იმ ადამიანისაა, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ის უკანონო პატიმარია ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის.” – განაცხადა უდუმაშვილმა.

You may also like

Leave a Reply