4 775 ახალი შემთხვევა,  1 623 გამოჯანმრთელებული, 37 გარდაცვლილი, 6 817

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 603 995-მდე გაიზარდა.

​უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებული კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.

​ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანმა ჩაიტარა აცრა. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა.

​დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 563, აჭარაში – 402, იმერეთში – 1 119.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში – 334, აჭარაში – 77, იმერეთში – 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 221 – აჭარაში.

21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 254 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply