თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს დროშები, ამერიკისა და ევროკავშირის სიმბოლიკა და სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები. სცენის უკან დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე კი 2003 წლის ვარდების რევოლუციის კადრები გადის.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

You may also like

Leave a Reply