“მისი თავგანწირვა დარჩება და დაილექება მთელი ისტორიის მანძილზე” – დეკანოიძე სააკაშვილზე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექებას მთელი ისტორიის მანძილზე” – ეს განცხადება დღეს “თავისუფლების მოედანზე” მიმდინარე აქციაზე ხატია დეკანოიძემ მიხელ სააკაშვილთან მიმართებაში განაცხადა.

​მისი თქმით, ოპონენტებიც კი ხვდებიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქციელი იყო თავგანწირვა, რომლის მოტივიც სამშობლოს სიყვარულია.

“ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ? რისთვის? რისი მოლოდინი ჰქოინდა? მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით ყველამ და ყველა ხვდება მათ შორის, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული” – განაცხადა დეკანოიძემ.

You may also like

Leave a Reply