Black on White
  • მთავარი
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • მედიცინა
    • კულტურა
    • ბიზნესი
    • დიასპორა
    • ტექნოლოგიები
    • მსოფლიო
    • რეგიონები
    • სპორტი
    • სხვადასხვა
  • ანალიტიკა
    • ინტერვიუ
    • სტატია
    • მოსაზრება
    • პორტრეტი
Black on White
  • ვიდეოპოსტი
    • აბრეშუმის გზა
    • ემიგრანტი
    • ერატო
    • ვიდეოფაქტი
    • ტექნოტრენდი
    • ჯუდოს დღიურები
  • მოქალაქის ტრიბუნა
Top Posts
“საქსტატი”: ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და...
შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დააკავა 
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
შარლ მიშელის ორგანიზებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა...
გიგა ბოკერია მთავრობასთან დიალოგზე: ოპოზიცია დღესვე შეხვედრისთვის მზად...
სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის...
“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი”...
არჩილ გაგნიძის ადვოკატი: უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს​
შაქარაშვილის საქმის პროკურორი: “ბრალდებულების ყველა ტყუილი გამოკვეთილია და...
სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  • მთავარი
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • მედიცინა
    • კულტურა
    • ბიზნესი
    • დიასპორა
    • ტექნოლოგიები
    • მსოფლიო
    • რეგიონები
    • სპორტი
    • სხვადასხვა
  • ანალიტიკა
    • ინტერვიუ
    • სტატია
    • მოსაზრება
    • პორტრეტი
Black on White
  • ვიდეოპოსტი
    • აბრეშუმის გზა
    • ემიგრანტი
    • ერატო
    • ვიდეოფაქტი
    • ტექნოტრენდი
    • ჯუდოს დღიურები
  • მოქალაქის ტრიბუნა
ეკონომიკასაზოგადოებასიახლეები

“საქსტატი”: ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და პურპროდუქტები 8.7%-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 2, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის თებერვალის მაჩვენებლის მიხედვით: ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5 პროცენტი).

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი და ელ.ენერგია დაფიქსირდა ფასების 21.2 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0 პროცენტი).

March 2, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
სამართალისიახლეებისლაიდერი

შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დააკავა 

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 2, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაზე 7 პირი დააკავეს. დაკავებულთა რაოდენობას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონკრეტებს. უწყების ცნობით, მათ აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“ –

როგორც აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ ისინი შეძახილების გამო დააკავა, ვინაიდან მათი შინაარსი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

“ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუძახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები”. – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქტივისტები პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირებასა და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდნენ. საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი.

March 2, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
სამართალისიახლეებისლაიდერი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 2, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები უკვე წარმოთქვეს. დღევანდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სასამართლო განაჩენის გამოსატანად გავა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს და მათი ერთადერთი მოლოდინი ხუთივე პირის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

March 2, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
პოლიტიკასიახლეებისლაიდერი

შარლ მიშელის ორგანიზებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მთავრობასა და  და ოპოზიციას შორის პრეზიდენტის რეზიდენციაში – ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
პოლიტიკასიახლეებისლაიდერი

გიგა ბოკერია მთავრობასთან დიალოგზე: ოპოზიცია დღესვე შეხვედრისთვის მზად არის, მაგრამ მას შედეგად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება უნდა მოყვეს

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

“ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, შარლ მიშელის ჩართულობით, მთავრობასთან დღესვე შესახვედრად მზად არის, ტუმცა გარკვეული პირობები აქვს.

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
სამართალისიახლეები

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა 

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

​უწყების ცნობით, სამგორის გამგეობის თანამშრომელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქრთამის სახით 8 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

“გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა. მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
პოლიტიკასიახლეებისლაიდერი

“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი” – ღარიბაშვილი მზადაა შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრას დაესწროს 

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

„დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
სამართალისიახლეები

არჩილ გაგნიძის ადვოკატი: უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს​

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

“ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სამარცხვინო იყო და „სწორედ ის ჰგავდა ჰაერში გასროლილ სიტყვებს“- ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

მან პროკურორის განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან აღანიშნა, რომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა “ჰაერში გასროლილი სიტყვებია და ზღაპრებს ჰყვებიან”.

მამულაშვილის განცხადებითვე, სასამართლო დაცვის მხარის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„ჰაერში გასროლილი სიტყვები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა იყო, იმდენად სამარცხვინო სიტყვა ჰქონდათ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს და არც ჩვენ არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს დასკვნით სიტყვას, ჩვენ პრაქტიკულად მივუდექით, კომპაქტური დასკვნითი სიტყვაა, პრეზენტაციებით, უფრო აღქმადი და სასამართლო ჩვენი სიტყვის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს” – განაცხადა მამულაშვილმა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
სამართალისიახლეებისლაიდერი

შაქარაშვილის საქმის პროკურორი: “ბრალდებულების ყველა ტყუილი გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება”

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

“ადვოკატების პოზიცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია,  ზღაპრებს ჰყვებიან, რისიც უკვე აღარავის სჯერა” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელოის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე წარმოთქვა, დღეს კი იგივე ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ.

მისი თქმითვე, ბრალდებულთაგან ჩვენება მისცა მხოლოდ ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ის სწორედ საკუთარ ჩვენებაშივე “გამოიჭირა” პროკურატურამ. დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დანარჩენმა ბრალდებულებმა სასამართლოზე ჩვენება სწორედ აღნიშნულის გამეორების შიშით არ მისცეს.

“ვფიქრობ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. ჰაერში გასროლილი სიტყვები, რომელიც აქამდე გვესმოდა, არანაირად არ იყო დასაბუთებული, რაც სასამართლო პროცესზე გამოჩნდა.

ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი გამოჭერილი იქნენ სასამართლო პროცესზე და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი. ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება” – განაცხადა ყაზარაშვილმა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
მსოფლიოპოლიტიკასამართალისიახლეები

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

by ქეთევან ბაჭველაშვილი March 1, 2021
written by ქეთევან ბაჭველაშვილი

​საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – პირობითი სასჯელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლოს განჩინებით, სარკოზის შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, ხოლო მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით მოხდება. ექსპრეზიდენტს განაჩენის გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

ნიკოლა სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

March 1, 2021 0 comment
FacebookTwitterTumblrReddit
Newer Posts
Older Posts

ძებნა

ბოლო სიახლე

  • “საქსტატი”: ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და პურპროდუქტები 8.7%-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა
  • შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დააკავა 
  • გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
  • შარლ მიშელის ორგანიზებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება
  • გიგა ბოკერია მთავრობასთან დიალოგზე: ოპოზიცია დღესვე შეხვედრისთვის მზად არის, მაგრამ მას შედეგად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება უნდა მოყვეს

ბოლო კომენტარი

    Newsletter

    Subscribe my Newsletter for new blog posts, tips & new photos. Let's stay updated!

    Categories

    • Uncategorized (2)
    • ანალიტიკა (2)
      • ინტერვიუ (1)
      • პორტრეტი (1)
      • სტატია (2)
    • სიახლეები (36)
      • ეკონომიკა (4)
      • კულტურა (1)
      • მედიცინა (1)
      • მსოფლიო (1)
      • პოლიტიკა (13)
      • საზოგადოება (5)
      • სამართალი (20)
      • სხვადასხვა (1)
    • სლაიდერი (15)

    Black on White - შავით თეთღზე @2021